LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 დეკემბერს, გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

135
Untitled design

თბილისის მერიის ცნობით, გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 30 დეკემბერს, 01:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გარე განათების სამუშაოების…

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Friday, December 29, 2023

 

 

magti 5g