„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებზე გაწვევასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, „30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა“.
„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია. მისი მხრიდან ვხედავდით საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან იქ დაბრუნდეს, სადაც იმსახურებს, რომ იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირიდან ელჩები ხშირად უხეშად არღვევენ პრინციპებს, წესებს, რაც მიუღებელია, თუმცა ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევა ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები, მადლობა ღმერთს!
ინფორმაციისთვის, დღეს, საგარეო უწყებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ასრულებდეს არა კედლის, არამედ ხიდის როლს“:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იქნა. დანარჩენი სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, ცნობილია, რაც არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, გვაქვს ამ პოზიციის არგუმენტები. განცხადებებს უკვე დიდად არ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ასრულებდეს არა კედლის, არამედ ხიდის როლს. ვფიქრობ ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი. იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.
⭕👇 გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
⭕👇 გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on კვირა, 19 ოქტომბერი, 2025