LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

33-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 14 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

129
შემოდგომის თბილისი

ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და 10 კონცერტით იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები   რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 ჯ.კახიძის  თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.

წლების განმავლობაში ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით.

ფესტივალის არსებობა ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების პროპაგანდასა  და პოპულარიზაციას, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას.

ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია ქ.თბილისის  მერია;

კონცერტების დასაწყისი 19:30სთ

3 ოქტომბერი

საგუნდო მუსიკის კონცერტი

მონაწილეობენ: საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა

დირიჟორები: არჩილ უშვერიძე, ზვიად ბოლქვაძე.

პროგრამა: ნოდარ მამისაშვილის, მერაბ გაგნიძის, იოსებ ბარდანაშვილის და ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ნაწარმოებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g