„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, „33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა და ამ დროისთვის სამართალდამცავ ორგანოებს არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ“.
ფარულავას თქმით, ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ ესხმის თავს.
„33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა. ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც თბილისის ქუჩებში დათარეშობს და პირდაპირ თავს ესხმის დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ წუთისთვის, არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ. რატომ? – იმიტომ, რომ თავის თავს ხომ არ დაიჭერენ?! ერთადერთი გამოსავალი ამ რუსული პარტიის დამარცხება და ქართველი ხალხის გამარჯვებაა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.