LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3344 ახალი შემთხვევა, 30 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

65
კოვიდის პაპორტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3344 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 447 913-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 376 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 400 616-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 084 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 969 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 318 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 651 PCR ტესტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები