ჰარვარდის უნივერსიტეტში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა ჩაირიცხა.
ნენე ჟვანია, რომელიც თბილისის ი.ნ. ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
ინფორმაციას ვეკუას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“მოგესალმებით, გაცნობებთ სასიხარულო ინფორმაციას!
ჩვენი სკოლის კიდევ ერთი წარმატებული, XII კლასის მოსწავლე, თვითმმართველობის თავჯდომარე ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
ნენე ჩვენი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. მას მოპოვებული აქვს ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ოქროს და ბრინჯაოს მედლები და ასევე ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ვერცხლის მედალი.
ნენე ჟვანიას ჰარვარდის უნივერსიტეტის გარდა, დადებითი პასუხი კორნელის, ვილიამსის და პენსილვანიის უნივერსიტეტებიდან მოუვიდა.
ნენემ ჰარვარდში ჯამში $340 000-ის დაფინანსება აიღო.
ჩვენი სკოლა ულოცავს ნენეს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.