35 წლიანი ისტორიის შემდეგ, BMW-ს სამხრეთ აფრიკული ქარხანა მესამე სერიის სედანების წარმოებას აჩერებს. სულ 1983 წლის შემდეგ კონვეირიდან მოდელის მეხუთე თაობის 1 191 604 ავტომობილი გამოვიდა. ამასთან, ჩვენს დრომდე, ყოველი მეოთხე სედანი მესამე სერიდან სწორედ სამხრეთ აფრიკაში იწყობოდა.
ქარხნის თანამშრომლები ავტომობილებს ხშირად მეტსახელებს ეძახდნენ. მაგალითად, მესამე თაობას ისინი „ელეგანტური სილუეტის“ გამო „დელფინებად“ მოიხსენიებდნენ. გარდა სტანდარტული ავტომობილებისა, აფრიკული როსლინის ქარხანაში გამოდიოდა სედანის სპეცვერსიებიც: 333i E30 და 325iS/325iS Evolution HP.
რამდენიმე თვის განმავლობაში, ასაწყობი ქარხანა ახალი თაობის BMW X3-ის გამოსაშვებად მოეზადება. მესამე სერიის ავტომობილების წარმოება კი მარკის ახალ ქარხანაში, მექსიკურ სან-ლუის-პოტოსიში გადავა.
BMW-ს მესამე სერიის მეექვსე თაობა 2011 წლიდან გამოდის.