LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„36 წელია მეუღლეები ვართ და ჩემი მეორე ნახევარი არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში“ – მადონა კოიძე

194
2025-10-22_22-26-21_426571

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის შესახებ საუბრობს.

„ჩემი მეორე ნახევარი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ 36 წელია, მეუღლეები ვართ, ძალიან კარგი მეგობრობა გვაკავშირებს. ერთად ვზრდით შვილებსა და შვილიშვილებს, ერთად ვმართავთ ოჯახს. რომ ვთქვა, მასში არ გამიმართლა-მეთქი, ძალიან უმადური ადამიანი ვიქნები.

ჩემს მეუღლეს შეიძლება, ზედმეტადაც კი ვუყვარვარ და მანებივრებს. თვალებში შემომციცინებს, რამე ხომ არ მაწუხებს, რამით ხომ არ დამეხმაროს. იმის ფუფუნება რომ მაქვს, ძალების აღსადგენად ოთახში განვმარტოვდე, ესეც კი ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი გამართლებაა.

განმარტოების ფუფუნება მაშინ, როდესაც გადამწვარი ხარ და ენერგიის აღდგენა გჭირდება, ბევრ ქალბატონს არ გააჩნია. მე ჩემი მეუღლე ამის შესაძლებლობას მაძლევს. მისთვის პრიორიტეტი ჩემი კარგად ყოფნაა, ყველანაირად ხელს მიწყობს და ამისთვის მე ძალიან მადლიერი ვარ“, – ამბობს მადონა კოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g