LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„36 წლის წინ, სცენაზე ვნახე პირველად – მღეროდა, მას მერე ერთად მოვდივართ… გუშინდლამდე.. აღარც მაგნოლიობა იქნება ერთად და აღარც სვეტებთან შეხვედრები“ – ელისო კილაძე გარდაცვლილ კოლეგას ემშვიდობება

503
Untitled design (1)

ჟურნალისტის, რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებას მისი მეგობარი, ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება.

„ვერ ვუშველეთ, გაგვიფრინდა ჩვენი გოგო“ – ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა

„36 წლის წინ, ავტოქარხნის კულტურის სახლში სცენაზე ვნახე პირველად – მღეროდა.

როცა ფიქრით, როცა ფიქრით გიგონებო (ეს ფრაზა მახსოვს), მას მერე ერთად მოვდივართ და მოვდივართ… გუშინდლამდე.

ბოლო იმედს ვებღაუჭებოდით, მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ ვიცოდით ჩვენი უიმედობა, ერთმანეთს არ ვუტყდებოდით.

წავიდა ჩვენი ქეთუშა, აღარც მაგნოლიობა იქნება ერთად და აღარც სვეტებთან შეხვედრები.

სიზმარი უნახავს ჩემს რძალს – დედაჩემი ჩაის და ნამცხვრებს ამზადებდა, ქეთი მოდისო.

ჰოდა, სადღაც ყველანი ერთმანეთს შევხვდებით… ჩემი ქეთო“, – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

 

36 წლის წინ,ავტოქარხნის კულტურის სახლში სცენაზე ვნახე პირველად-მღეროდა.
როცა ფიქრით,როცა ფიქრით გიგონებო(ეს ფრაზა…

Posted by ელისო კილაძე on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023

 

„დაიღალე ალბათ, ქეთუშა… მაგრამ მაინც როგორ შეგეძლო ჩვენი მიტოვება“ – ქეთი ბერძენიშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

ქეთი ბერძენიშვილი 8 ნოემბერს, საღამოს, გარდაიცვალა სტამბოლში, სადაც სამკურნალოდ იყო გადაყვანილი. მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g