LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიღალე ალბათ, ქეთუშა… მაგრამ მაინც როგორ შეგეძლო ჩვენი მიტოვება“ – ქეთი ბერძენიშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

1294
ფორტუნა (13)

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

„ვერ ვუშველეთ, გაგვიფრინდა ჩვენი გოგო“ – ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა

ქეთის მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე:

„დაიღალე ალბათ შენ, ქეთუშა… დაიღალე ხო?…
მაგრამ მაინც როგორ შეგეძლო ჩვენი მიტოვება“?

ჟურნალისტი ზვიად  ხუჯაძე წერს:

25 წელი ისე ვიმეგობრეთ, ვიხსენებ და ოდნავი წყენაც არ მახსენდება. რანაირად ახერხებდა ასეთ სიყვარულს“.

ჯანა ბაბუნაშვილი:

„ჩემთვის დარჩები როგორც ძალიან ჭკვიანი, კეთილშობილი და გულანთებული გოგო, რომელსაც ძალიან უყვარდა ქუთაისი❤️
რანაირი იქნება უშენოდ შენი ქალაქი? სამოქალაქო საზოგადოება???
შეხვედრამდე“.

გიგა შუშანია:

„ძალიან კეთილშობილი, ქვეყანაზე და ქალაქზე უზომოდ შეყვარებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი, უმაგრესი ადამიანი წავიდა და დაგვწყვიტა გული, ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული!!! ? ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს და ქუთაისს!!!“

ქეთი ბერძენიშვილი მკურნალობას ჯერ თბილისში გადიოდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის წინ სტამბოლში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები