LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვუშველეთ, გაგვიფრინდა ჩვენი გოგო“ – ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა

1309
ფორტუნა (8)

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ქეთის მეგობარმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, ქეთი თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა.

„ვერ ვუშველეთ, გაგვიფრინდა ჩვენი გოგო“. – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. 

ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები