დიდ ბრიტანეთში 6-თვიანი კვლევა დაიწყო, რომელიც დაადგენს, რამდენად პროდიუქტიულად მუშაობენ ადამიანები კვირაში 4-დღიანი სამუშაო გრაფიკით. აღსანიშნავია, რომ კომპანიები თანამშრომლებს იმავე რაოდენობის ხელფასს გადაუხდიან, რამდენსაც ისინი 5-დღიან გრაფიკში იღებდნენ.
კვლევაში 30-მდე ბრიტანული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის, ბოსტონის კოლეჯისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები ატარებენ. როგორც ცნობილია, საპილოტე კვლევას 6 ბრიტანული კომპანია უკვე შეუართდა და მალე, მასში სხვებიც ჩაერთვებიან.
უცხოურ მედიაში აქტიურად წერენ იმასაც, რომ ეს კვლევა ბრიტანეთის შემდეგ, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება.