LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-მა გამოჯანმრთელებულმა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა: ერთი მცირეწლოვანია

164
ქუტაისი

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

გამოჯანმრთელებულები ე.წ. ქუთაისის, ქობულეთისა და თერჯოლის კლასტერებს განეკუთვნებიან.

კლინიკას უკვე 17 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტია მოთავსებული.

სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევის მიზნით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 486-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g