სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ვინაიდან პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“