LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 14 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

107
4 ოქტომბრის მოვლენები

4 ოქტომბრის საღამოს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 14 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში გამოყენებას შუამდგომლობდა.

პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები კვლავ სახეზეა. მისივე თქმით, არანაირი ახალი გარემოება არ არსებობს, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g