LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 რჩევა: როგორ უნდა გააღოთ ავტომობილი გასაღების გარეშე

100

ხდება ხოლმე ისე, როდესაც მძღოლს ავტომობილის გასაღები სალონში რჩება, კარი კი იკეტება. ამ პრობლემასთან გასამკლავლებლად, საავტომობილო ექსპერტები 4 რჩევას გვთავაზობენ.

ავტომობილის კარის გაღება მინის საწმენდის საშუალებით არის შესაძლებელი. ეს ხერხი მაშინ გამოგვადგება, თუკი ფანჯარა ცოტათი მაინც არის ჩამოწეული. კარსა და ფანჯარას შორის არსებულ „ღრიჭოში“ შეგვიძლია მინის საწმენდი ჩავყოთ, რომლითაც ფანჯრის აწევა-ჩაწევის ღილაკს მივწვდებით. რა თქმა უნდა მინის საწმენდის ნაცვლად სხვა მსგავსი ნივთის გამოყენებაც შეგვიძლია.

შემდეგი რჩვევა ანძის გამოყენებაა, ის ძველი ავტომობილებისთვის გამოდგება. თუ თქვენს ავტომობილს ანძა აქვს, მას კარის სახელურის ქვეშ შეყოფთ და ეცდებით დამბლოკავ ღილაკს მისწვდეთ.

შემდეგი ხერხი გასაბერი ბალიშის გამოყენებაა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. პრობლემა ის არის, რომ მძღოლს ასეთი ბალიში იშვიათად აქვს.

მეოთხე საშუალება კი სახაზავია, თუმცა ის ყველა ავტომობილის კარის გასაღებად არ გამოდგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები