4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა(ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა.
ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნულ გამოცდებს აბარებენ მამაოს შვილებიც.
„4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა(ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც – ნონა და იოანე ბერიძეები.
დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.