„ბენფიკას“ შემტევი ნახევარმცველი ჟოაო ფელიში კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
მადრიდულმა კლუბმა 19 წლის ბიჭის ტრანსფერი დაანონსა და ოფიციალურ ტვიტერზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.
ვიდეოში პორტუგალიელი პრადოს მუზეუმის დარბაზებში დასეირნობს და მთავრდება სიტყვებით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჟოაო! სრულყოფილი ტალანტი“.
#PuroTalento pic.twitter.com/ehvuo8YBNI
— Atlético de Madrid (@Atleti) July 3, 2019
„ატლეტიკომ“ ფეხბურთელში 126 მლნ ევრო გადაიხადა. კონტრაქტი შვიდ სეზონზეა გათვლილი.
გადახდა ნაწილებად მოხდება. თავიდან მადრიდელები 30 მლნ ევროს გადარიცხავენ. „ბენფიკა“ ჯამურად 120 მილიონს მიიღებს, დანარჩენი ფინანსური ხარჯებია.
ამის გამო პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულებად სწორედ 120 მილიონს უთითებენ. ფელიშის ტრანსფერი ისტორიაში მეოთხეა ყველაზე ძვირადღირებულ გადასვლებში.
მასზე მეტი გადაუხდიათ მხოლოდ ნეიმარში (პსჟ, 222 მლნ), კილიან მბამპეში (პსჟ, 180 მლნ) და ფილიპე კოუტინიოში (ბარსელონა, 120 მლნ).
ერთი ის კაცი მაცემინა, ეს რომ გაუშვა.
კოუტინიოს ტრანსფერი იმიტომ შევიდა, რომ გარიგებაში სხვადასხვა ბონუსები შეიტანეს, რომელიც „ბარსამ“ „ლივერპულს“ უნდა უხადოს.
ბიჭი, რომელიც ყველას უნდა და რონალდოზე უკეთესია
გარდა ამისა, ფელიში ყველაზე ძვირადღირებულია პორტუგალიელებს შორის. მან კრიშტიანო რონალდოს რეკორდი დაამხო, რომელიც „იუვენტუსმა“ „რეალისგან“ 117 მლნ ევროდ წაიყვანა.
ახალწვეულმა გუნდში მე-7 ნომერი აიღო, რომელიც წასასვლელად გამზადებულ ანტუან გრიზმანს ეკუთვნოდა.
„ატლეტიკომ“ უკვე დაიწყო ფელიშის 7-ნომრიანი ახალი მაისურების გაყიდვა.
საკლუბო დონეზე ჟოაომ 87 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე და 34 გოლი გაიტანა.