LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლიანი პაუზის შემდეგ LOT Polish Airlines ბათუმის აეროპორტში დაბრუნდა

66
ipiccy-image

ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ LOT Polish Airlines ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით ფრენები ყოველ ორშაბათს Boeing 737-800 ტიპისი საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

შეგახსენებთ, ბათუმში განახლებული აეროპორტი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა, რომლის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება. აეროპორტის განახლებისთვის კომპანია „ტავ ჯორჯამ“ 17 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g