დღეს, 21 აგვისტოს ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნინოს დაბადების დღეს ულოცავს.
„4 წლის წინ ფეხით მივდიოდი აფხაზეთისკენ. ღამეს კარავში ვათენებდი და ძალიან დაღლილს ერთ წუთში მეძინებოდა ხოლმე
მახოსვს, სადღაც ზესტაფონთან დავდგი კარავი, ძილის წინ გემრიელად ვჭამე, დამწვარ სხეულზე მალამო წავისვი და რეკავს Nino Katamadze – ტელეფონი ყურთან ახლოს დაიდე და გემრიელად დაიძინე, დღეს შენთვის ვიმღერებო
მერე მთელი კონცერტი მართლა ხელში ტელეფონით უმღერია, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა. ერთი საათის შემდეგ მართლა ჩამეძინა. თან დაღლილს, თან დამწვარს, და თან ძალიან ბედნიერს.
ჰო და იუბილარია დღეს ჩემი მეგობარი!
HBD“, – წერს გიგა მაქარაშვილი.