ამ წუთებში ბათუმის ე.წ იაფი სახლის კორპუსებში ხმაურია – უკვე მესამედ მოქალაქეები საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვენ. ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.
როგორც “ფორტუნას” ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ე.წ იაფი სახლების კორპუსებთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.
“არსად გვაქვს წასასვლელი, გადმოგვცეს მთავრობამ ფართები, გვიჭირს, საკვების ფულს ვერ ვშოულობთ და შესაბამისად, ქირის ფულსაც ვერ ვიხდით. აქ 40-მდე ოჯახი ვართ შემოსული და გასვლას არ ვაპირებთ”. – აცხადებენ მოქალაქეები.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია და მოქალაქეების უმრავლესობა საცხოვრებელი კორპუსიდან გამოიყვანეს.
ცნობისთვის, ე.წ. იაფი სახლის კორპუსები ბათუმის მერიის დაფინანსებით არის აშენებული.