LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4000 ცხენის ძალიანი Corvette 360 კმ/სთ სიჩქარეზე აილეწა (ვიდეო)

48

YouTube-ზე, Urban Hillbilly Videos-ს არხზე ერთ-ერთი ამერიკული დრეგ-სტრიპის რგოლი გაჩნდა, რომელიც ოკლაჰომაში, ქალაქ ტალსაში მდებარეობს. ვიდეოში აღწერილია 4000 ცხენის ძალიანი კორვეტის ბაზაზე აწყობილი ავტომობილი, რომელიც 360 კილომეტრ/საათი სიჩქარით ჰაერში აიჭრა.

რგოლში ნაჩვენები Chevrolet Corvette გუნდმა Alepa Racing-მა მოამზადა. ავტომობილს პილოტი დენიელ ფარისი მართავდა, ის ნახევარ ფინალში გავიდა და 200 მეტრიანი დისტანცია უნდა გაევლო. დისტანციის ბოლოს კი ავტომობილი ჰაერში აიჭრა, დაკარგა ძარის პანელი და რამდენიმე ათეული მეტრიდან ასფალტზე დაეცა, პილოტი არ დაშავებულა.

მიუხედავად ავარიისა, ელქტროობამ მაინც დააფიქსირა დრო, დისტანცია ავტომობილმა 4,6 წამში გადალახა, სიჩქარე კი 365 კილომეტრ საათი გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები