LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვით ბევრი წყალი, წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია – ზურა ბალანჩივაძე

1386
Screenshot-3
ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კორონავირუსითაა დანფიცირებული სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ტელეწამყვანი თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე წერს და გარდა ამისა, რეკომენდაციებსაც გვიზიარებს.

“ღამე ცუდად მეძინა. არ ყოფილა კათეტერიანი ხელის კონტროლი მარტივი, თან ვიოფლიანე კიდევ ერთხელ. იმდენ წყალი ვსვი ეს დღეები, რომ არ მიკვირს. დღეს მაქვს 37.1 ტემპერატურა და ნახველი, თუმცა ხველა არა. მუცლის ღრუს ექოსკოპიამაც ყველაფერი ნორმის ფარგლებში აჩვენა. მთავარია, პნევმონია არ განვითარდეს და დანარჩენ შემთხვევაში, გადარჩენილი ხარო, მითხრეს. ამის გაგებას კი კიდევ რამდენიმე დღე უნდა.
ახლა გასწავლით, ოჯახის პირობებში როგორ უნდა შეამოწმოთ ბრონქები და ფილტვები: ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი, გაბერეთ სამკერდე ფიგურა და შეიკავეთ. მერე ერთბაშად ამოისუნთქეთ. თუკი რომელიმე ნაწილში ხველა აგიტყდათ ან ჰაერი ვერ გაიჩერეთ, მაშინ შეიძლება, სასუნთქი გზები იყოს საყურადღებო.
წყალი, ხალხნო! ყველან და ყოველთვის სვით ბევრი წყალი. იმდენი, რომ სულ ტუალეტში დარბოდეთ. უხდება კანს, თმის ძირებს, წნევას, ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს. წყალი გვჭირდება არა მხოლოდ მაშინ, როცა გვწყურია. წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია.
გასული წლის დეკემბერში რომ რომელიღაც გრიპმა მათრია და სამ დღეს ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი, წყლის სმის გარდა, არაფერი გამიკეთებია. როცა შევძელი და ავდექი, მერე წავედი და გავესინჯე ფილტვებზე და მხოლოდ ბრონქიტის ნიშნები მქონდა. თავისთავად ცხადია, წყალი არ არის წამალი და არიქა, მხოლოდ გრიპის დროს მიღება-არმიღებით არ წყდება საქმე. უბრალოდ, ორგანიზმი მიჩვეული უნდა იყოს წყალს, რომ თუ რაიმე ცუდი შეყვა, მალ-მალე გამოდენოს.
დაბოლოს, ბევრისგან გამიგია, რომ კორონას მაინც ყველანი მოვიხდით და შფოთვას აზრი არა აქვს. მოდით, ასე გეტყვით: კი ბატონო, დიდი ალბათობით, ყველას თუ არა, ძალიან ბევრს შეხვდება. გარდა იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფის ხალხს სიკვდილით ემუქრება, ეგ ყველაფერი არ არის: არავინ იცის, ვის რა ფორმით და რა დროს შეხვდება. ჯერ ერთი, რომ თუკი ერთმა უსიმპტომოდ, ხოლო მეორემ მსუბუქად მოიხადა, არ ნიშნავს, რომ მესამესთანაც ასე იოლად იქნება საქმე. და მეორეც: შეიძლება, იმ დროს გახდეთ ავად, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი არ იყოს და მედპერსონალის ყურადღებით ვერ ისარგებლოთ. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, სად, როდის და ვისთან ერთად გიღირთ დროის ტარება.

ჯანმრთელობა ყველას”,- წერს ზურაბ ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელს, გადაცემა “იმედის დილის” წამყვან ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი 3 ოქტომბერს დაუდასტურდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g