„მაქს მარას“ საკრუიზო კოლექცია ნეაპოლში იყო წარმოდგენილი. იტალია, კაზერტას სამეფო სასახლე და „მაქს მარას“ ულამაზესი სამოსი, საუკეთესო რეპეტიცია გამოდგა 2026 წლის საკრუიზო თემატიკის გასაცნობად. სტუმრებს შორის იყვნენ გვინეტ პელტროუ, შერონ სტოუნი, ლეტიცია კასტა, ჯოი კინგი და სხვები. 47 წლის ლეტიცია კასტა ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა, ღონისძიებაზე ის ბერძენი ქალღმერთის სტილში გადაწყვეტილი გრძელი შავი, ცალმხრივი კაბით გამოჩნდა. ლეტიციამ კაბას მაღალი შავი ტყავის ხელთათმანებიც შეუხამა.
რაც ეხება შერონ სტოუნს, 67 წლის ლამაზმანი ოქროსფერი გრძელი აბრეშუმის კაბაში ბრწყინავდა, რომელსაც სათვალე და ამავე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა. 52 წლის გვინეთ პელტროუ კი, კრემისფერ ქვედაბოლოსადა ნაქსოვ, თვლებით გაფორმებულ ზედაში იყო გამოწყობილი.
„67 წლის შერონის მარადიული ცეცხლი“ – მკერდმოშიშვლებული შერონ სტოუნი Vogue-ის გარეკანზე



