LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის ნაომი კემპბელი 35 წლის რეპერს ხვდება

183

დასავლური მედიის წარმომადგენლებმა ნაომი კემპბელის ახალ რჩეულზე ინფორმაცია მოიპოვეს.  როგორც გაირკვა, 47 წლის სუპერმოდელს რომანი 35 წლის რეპერ სკეპტასთან აქვს. წყვილი ერთად გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულზე, თუმცა მათი ერთობლივი ფოტოს გადაღება ვერ მოხერხდა.

აღნიშნული ინფორმაცია მათთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა. მისი თქმით, ნაომის და სკეპტას ბევრი საიდუმლო პაემანი ჰქონდათ. მათ შემოქმედება აერთიანებთ.

შეგახსენებთ, რომ „შავ ავაზას“ ბევრი გახმაურებული რომანი ჰქონდა. სხვადასხვა დროს მოდელი მაიკ ტაისონს, რობერტ დე ნიროს, რეპერ აშერს, მილიონერ ვლადისლავ დორონინსა და სხვა ცნობილ ადამიანებს ხვდებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები