48 წლის ქეთრინ ზეტა-ჯონსი ასაკის მიუხედავად, იდეალურ ფორმებს ინარჩუნებს. ამჯერად მსახიობი ნიუ-იორკში რობინ უილიამსის სახელობის კონოთეატრში იმყოფებოდა, სადაც საკუთარ ფილზმე ჟურნალისტებთან სასაუბროდ მივიდა. ახალ ფილმში Cocaine Godmother ქეთრინ ზეტა-ჯონსი გრისელდა ბლანკოს როლს განასახიერებს.
ჟურნალისტებთან შესახევდრად ზეტა-ჯონსმა არჩევანი შავ კაბაზე გააკეთა. ტანზე მომდგარ კლასიკურ კაბას გიპიურის მაქმანები და სხვადასხვა დეკორატიული ორნამენტი ამშვენებდა. ანსამბლს კი ოსკაროსანმა მსახიობმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.