LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

49 წლის რიზ უიზერსპუნი შეყვარებულია – მსახიობის ვნებები სენ- ტროპეს სანაპიროზე

663
page

ოსკაროსანი მსახიობი, რიზ უიზერსპუნი, რომელიც ახლახან 49 წლის გახდა, მზიან სენ-ტროპეში რომანტიკულ არდადეგებს ატარებს. მას ახალი პარტნიორი ჰყავს, გერმანელი ფინანსისტი, ოლივერ ჰარმანი. როგორც ჩანს, წყვილი თავდავიწყებით შეყვარებულია. ისინი იახტაზე ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ, გამუდმებით კოცნიდნენ და ეხუტებოდნენ ერთმანეთს.

„რიზს და ოლივერს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ეს პირველი მამაკაცია უიზერსპუნის ცხოვრებაში, რომელიც არა მხოლოდ პარტნიორია, არამედ მისი მენტორი, ის მას რჩევებს აძლევს, გზას უჩვენებს და ეხმარება განვითარებაში“, – აცხადებს ინსაიდერი.

აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთმანეთს უკვე წელიწადზე მეტია ხვდება.

ცნობისთვის, რიზი მეუღლეს 2023 წელს დაშორდა. მას სამი შვილი ჰყავს. მის ახალ პარტნიორს კი ორი ვაჟი.

48 წლის რიზ უიზერსფუნმა დაადასტურა, რომ სერიალ „ქერათმიანი ადვოკატის“ გადაღებები იწყება

რიზ უიზერსფუნის ზღაპრული შვებულება – 48 წლის ვარსკვლავი პორტოფინოში ისვენებს

ერთნაირი კაბები და საოცარი მსგავსება – რიზ უიზერსპუნი და მისი ქალიშვილი Tiffany & Co-ის ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები