LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

49 წლის წლის ორლანდო ბლუმი, 28 წლის შეყვარებულთან ერთად, რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა

675
page

ორლანდო ბლუმი ახალ ურთიერთობაში სერიოზულად არის ჩართული. 49 წლის ვარსკვლავი და მისი 28 წლის მეგობარი გოგონა, შვეიცარიელი მოდელი, ლუიზა ლემელი, გასულ კვირას შვეიცარიაში, რომანტიკულ მოგზაურობაში იმყოფებოდნენ.

მედიის ინფორმაციით, წყვილი თავდაპირველად ციურიხში, სასტუმრო Dolder Grand-ში დარჩა, სადაც ბლუმმა Porsche-ს სარეკლამო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მათ უქმეები გაატარეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, Bürgenstock Resort, რომელიც ლუცერნის ტბის სანაპიროზე მდებარეობს.

ცნობილია, რომ მოგზაურობის დროს მსახიობი ლემელის მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც შეხვდა, რაც ურთიერთობის სერიოზულობაზე მიუთითებს. წყაროს თქმით, წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ჩუმად ხვდება ერთმანეთს.

„ისინი უკვე პატარა ოჯახივით არიან, ორლანდომ თავისი ძაღლიც კი წაიყვანა მოგზაურობაში“, – ამბობს ინსაიდერი.

ორლანდო ბლუმისა და ლუიზა ლემელის ურთიერთობაზე პირველად თებერვალში ალაპარაკდნენ, როდესაც ისინი Super Bowl-ის შემდეგ ერთად, ხელჩაკიდებულები შენიშნეს.

მირანდა კერის ახალგაზრდა ვერსია იპოვა – 49 წლის ორლანდო ბლუმი 28 წლის მოდელს ხვდება – წყვილის პირველი გამოჩენა

ვიდეო: კეტი პერისთან განშორების შემდეგ, ორლანდო ბლუმმა „ფრთები გაშალა“ – 48 წლის მსახიობი ვიდეოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები