LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

491 ათას ლარიანი ბიუჯეტით, საახალწლო კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება

434
ცვბნმასდფგჰჯკ

2021 წლის საახალწლო კონცერტის მოსაწყობად თბილისის მერიამ 491 ათასი ლარი გამოყო. საზოგადოება მას სატელევიზიო ეთერში დისტანციურად იხილავს.

სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება, როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი, საიდანაც მუსიკალური ნომრები შესრულდება. მერიაში აღნიშნავენ, რომ საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას — სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია აღნიშნულ მომსახურებას გამარტივებული წესით შეისყიდის.

“კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლების ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები”. — აღნიშნულია, აღწერაში.

მერიაში განმარტავენ: “ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების, ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან  და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. ღონისძიების ჩატარება შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები, ლოკაციის თავისებურებები. მეტწილად, შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილზე უწევთ არსებულ დიზაინში, კონფიგურაციასა და გაფორმების დეტალებში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე”.

მონტაჟისა და დემონტაჟის ჩათვლით, ღონისძიების განხორციელების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 25 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრამდე პერიოდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g