ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ფოტოგრაფი სიცრუის დეტექტორში მოგებული თანხით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.
“გოგა ჩანადირმა სიცრუის დეტექტორში 5000 ლარი მოიგო, როგორც კი თანხა ჩაერიცხა რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი მოიარა და სურსათ-სანოვაგითა და საახალწლო საჩუქრებით დატვირთლმა ჩამოუარა და გაახარა!
სულ ქველმოქმედებას მოახმარა ეს თანხა! მეც წამიყოლა და მიმაღებინა მონაწილეობა ამ საჩუქრების დარიგებაში!
გოგა საოცრად კეთილი და მზრუნველი ადამიანი ხარ! სიკეთის კაცი თან სულ ასე იქცევა, ჩუმად დადის და ეხმარება!!!”, – წერს გიორგი გასვიანი.