გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 738 171 -ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 4 648-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 678 288-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 53 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 10 238 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 37 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 648 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 159-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 48 615, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 423, PCR ტესტით – 16 192.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,71%, ბოლო 14 დღის – 9,34%, ბოლო 7 დღის – 9,77%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 3 469-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.