LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისის საქმე – ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ 6 პირს 4-4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

166
Untitled design (6)

2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისში, ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

ძალადობაში მსჯავრდებულებისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი შეამცირა და მსჯავრდებულებს – აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 5 წლის ნაცვლად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა მიიღო. სასამართლომ ყველა მათგანი ძალადობის ორგანიზებაში უდანაშაულოდ მიიჩნია.

ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლის 137-ე მუხლით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა და რადგან საქმეში ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი არ არის, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ცოტნე ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებასაც ედავებოდა.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპოდენტსა და „ტვ პირველის“ ოპერატორს 5 ივლისს, მაშინ როცა, ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, აქციის მონაწილეები სასტიკად გაუსწორდნენ.

გიორგი ნიკოლიშვილმა თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. ექიმის თქმით, მას თავში სისხლჩაქცევა ჰქონდა, თუმცა ნეიროქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.

აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, ძალადობრიცი აქციის დროს დაშავდა 56 ადამიანი, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

5 ივლისს ძალადობის ფაქტზე “თბილისი პრაიდის” სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო – GDI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g