LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისს „თბილისის პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში რჩება

102
პრაიდის დროს თავდამსხმელების პროცესი

„თბილისის პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულების ახლობლები საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ

გარდა ამისა, სხდომაზე მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა.

პროკურორი მედიის მიმართ ძალადობაში ბრალდებულების ადვოკატებზე: მინდა მათ მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, ძალადობის წამახალისებლები არ გახდნენ

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულის, დავით კუტალაძის პროცესი გაიმართა – უფლებადამცველი მისი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

„ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
mazda magti 5g