LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი მედიის მიმართ ძალადობაში ბრალდებულების ადვოკატებზე: მინდა მათ მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, ძალადობის წამახალისებლები არ გახდნენ

109
პროკურორი-თამარ-იაკობიძე

„ადვოკატებს მინდა მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, ძალადობის წამახალისებლები არ გახდნენ,“ – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ მოვლენების დროს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულებისთვის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომელიღაც კონკრეტული ჯგუფი, ან ჯგუფთან ასოცირებული პირები მიუღებლები არიან, ეს მათ უფლებას აძლევთ და თავს ვალდებულად თვლიან, რომ ამ ადამიანებს ფიზიკური დაზიანება მიაყენონ. როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულებს სჯერათ, რომ ძალადობით საკუთარ ღირსებას იცავენ.

„სიმართლე გითხრათ, როცა რეპლიკას ვამბობდი, ვფიქრობდი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე მივუთითო, თუ იყოს, იფიქრონ, რომ მხოლოდ მირანდა ბაღათურიას ჩვენება დევს საქმეში და მეტი არაფერი და მშვიდად შეხვდნენ არსებით განხილვებს-მეთქი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მაინც ვისაუბრო მტკიცებულებებზე…

როცა საუბარია რბევაზე, სხვისი ნივთის დაზიანებაზე, უნდა იცოდეთ, რომ კორპუსში, დახურული სადარბაზო იყო, რომელსაც სპეციალური კოდი სჭირდებოდა შესასვლელად, ბრალდებულებმა სხვადასხვა საგნით მოახდინეს მისი ჩამტვრევა.

პირმა, რომლის ჩვენებაც საქმეში წარმოდგენილია, ბრალდებულები ამოიცნო, რომლებიც შეცვივდნენ, დაარბიეს და დაანგრიეს სადარბაზოს შესასვლელი კარი, შეეშალათ კარი და სხვა პიროვნებას შეუვარდნენ სახლში. იმ პიროვნების ჩვენებაცაა საქმეში.

როცა ბრალდებულებს ვუსმენ და ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ვემორჩილები კანონს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებიც, მეც, მედიის წარმომადგენლებიც, სასამართლოც, ვემორჩილებით კონსტიტუციას, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, ასეთ დროს ადვოკატებს მინდა მოვუწოდო ფრთხილად იყვნენ, ძალადობის წამახალისებლები არ გახდნენ,“ – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულების ახლობლები საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ

მისივე თქმით, ბრალდებულებისთვის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომელიღაც კონკრეტული ჯგუფი, ან ჯგუფთან ასოცირებული პირები მიუღებლები არიან, ეს მათ უფლებას აძლევთ და თავს ვალდებულად თვლიან, რომ ამ ადამიანებს ფიზიკური დაზიანება მიაყენონ, დალეწონ მათ საკუთრება, მათ შორის, სადარბაზოს კარი, ამ მოცემულობაზე ამბობენ, ხვალაც გავაკეთებთო, რადგან სჯერათ, რომ ამით საკუთარ ღირსებას იცავენ, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს თვითონვე ასაბუთებენ.

„ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ყველა ადამიანი ვალდებული ვართ დავემორჩილოთ საქართველოს კონსტიტუციას, პატივი ვცეთ სხვის აზრს, პროფესიას. რომელიმე ადვოკატი დაუშვებს, რომ მე რადგან სახელმწიფო ბრალმდებელი ვარ, ვიღაცამ ჩემზე კონკრეტული ძალადობა გამოიყენოს? ერთ დღესაც საქართველოში რომელიმე ჯგუფმა რომ გადაწყვიტოს უსაქციელობაა თუკი ადვოკატის პროფესიას პატივს სცემ და კონკრეტულმა ჯგუფებმა ადვოკატების მიმართ დაიწყონ ძალადობა, რომელიმე თქვენგანს მოგეწონებათ? რა თქმა უნდა, არა!

ყველა ვალდებული ვართ, სხვისი გამოხატვის თავისუფლებას პატივი ვცეთ. მართალია, ბრალდებულ დავით კუტალაძეს არ მოსწონს კონკრეტული ტელევიზიები, მაგრამ ამ ტელევიზიებს საჯარო სივრცეში მუშაობის უფლება გააჩნიათ. მართალია სხვა ბრალდებულებსაც ჰგონიათ, რომ კონკრეტულ ჯგუფებს უფლება არ აქვთ კონკრეტულ ტერიტორიაზე გაიარონ, მაგრამ მათ ეს უფლება გააჩნიათ,“ – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულის, დავით კუტალაძის პროცესი გაიმართა – უფლებადამცველი მისი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.