LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ოქროს ბუცი: მესი ისტორიაში პირველი კაცია

53

ლიონელ მესი ისტორიაში პირველია, ვინც ხუთი „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.

დიდზე დიდი კაცია.

წელს ევროპის ტოპ ლიგებში ბომბარდირობაზე დიდი კონკურენცია იყო: ინგლისში სალაჰს გაქონდა და არც ჰარი კეინი იყო უკან, საფრანგეთში კავანიმ გამოიდო თავი, იტალიაში იმობილემ გამოიჩინა ფხა, გერმანიაში ლევანდოვსკი ცდილობდა და ერთი ხანობა თანაბრადაც მიდიოდნენ „ოქროც ბუცის“ მაძიებლები, თუმცა საბოლოოდ ფინიშის ხაზთან მაინც ლეო მესიმ აჯობა ყველას.
„ბარსელონას“ ლიდერს აწ გასრულებულ საჩემპიონო ლა ლიგაში 34 გოლი დაუგროვდა (35 მატჩში, პლუს 15 საგოლე გადაცემა) და კიდევ ერთხელ შეწვდა ევროპის მთავარ ბომბარდირობას – „ოქროს ბუცს“.

მეხუთედ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები