როგორც ცნობილია, 64 წლის მსახიობს, ჟან-კლოდ ვან დამს ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. მედიის ცნობით, საჩივარი რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების ცენტრში შევიდა. განაცხადის მიხედვით, მსახიობს საფრანგეთის ქალაქ კანში სქესობრივი კავშირი ჰქონდა რუმინელ ქალებთან. გავრცელებული ინფორმაციით, მან 5 ქალი „საჩუქრად მიიღო“ და იცოდა, რომ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ.
გამოძიებას რუმინეთის პროკურატურა აწარმოებს. ვან დამს ბრალი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედება, მათ შორის ტრეფიკინგის.
„მსახიობმა 5 ქალი საჩუქრად მიიღო“ – ჟან-კლოდ ვან დამს ტრეფიკინგში ადანაშაულებენ
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ორი კვირა გავიდა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში მსახიობს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
სულ ცოტა ხნის წინ, ვან დამის წარმომადგენელმა გამოცემა People.-თან პირველად ისაუბრა ამ საკითხზე. როგორც ჩანს, მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს.
„ჩვენ შევიტყვეთ იმ სტატიების შესახებ, რომელიც ვან დამის შესახებ ვრცელდება. ეს ბრალდებები იმდენად აბსურდული, სასაცილო და არარეალურია, რომ ის არანაირ კომენტარს არ იმსახურებს ბატონი ჟან-კლოდის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟან-კლოდ ვან დამი დაბრუნდა – 64 წლის მსახიობმა საკულტო ცეკვა გაიმეორა
