კვარიათში უამრავი ზღვისპირა და საოცარი სასტუმროა. იდეალური ბუნებრივი გარემოს დამსახურებით, უმეტესი მათგანი თან სიმწვანეშია ჩაფლული და თან ზღვას გადაჰყურებს.
სასტუმროს მეპატრონეებმა, რომლებმაც ცოტა თავიანთი განთავსების ობიექტის ექსტერიერზე და ინტერიერზეც იზრუნეს, ნამდვილი მწვანე სამოთხე შექმნეს. ასე რომ, სულაც არ არის ხანგრძლივი ფრენები საჭირო, იმისთვის რომ ეგზოტიკურ გარემოში მოხვდეთ.
ფასისა და კომფორტის, ასევე ლამაზი ხედებისა და ინტერიერის მიხედვით, „ფორტუნამ“ ხუთი მათგანი აარჩია.
სასტუმრო ანივა
ამ ულამაზეს გარემოს ლურჯი მოზაიკით გაწყობილი აუზი და სვეტები განსაკუთრებულ და ეგზოტიკურ სილამაზეს ანიჭებს.
რაც შეეხება ფასებს უახლოეს კვირებში ორკაციანი ნომრის ღირებულება ერთი ღამით 120 ლარია, ხოლო აგვისტოს ბოლო დღეებში ეს ფასი 90 ლარამდე მცირდება.
ოჩოს ქოხი
ეს ქოხი კვარიათში, ზღვასთან ახლოს სიმწვანეშია ჩაფლული. მასში ორი საძინებელია და რვა ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ულამაზესი ბაღი, რომელსაც ზღვის ხედთან ერთად ოთახიდან თავისუფლად დაიხანავთ, საოცარი სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებს.
რაც შეეხება ფასებს, მთლიანი სახლის ღირებულება ერთი ღამით 360 ლარია.
სასტუმრო მონტანა
ეს სასტუმრო პირველ რიგში თავისი მდებარეობით მოგხიბლავთ. კლდის ნაპირზე განთავსებული შენობა სრულიად მოწვეტილია სამყაროს.
მდებარეობა მეპატრონეს ბოლომდე აქვს გამოყენებული და როგორც ნომრებიდან ისე რესტორნიდან და აუზიდან საოცარი ხედები იშლება.
ერთი ღამის ღირებულება ამ სასტუმროში აგვისტოს ბოლომდე 240-260 ლარის ფარგლებში მერყეობს. ღირებულება მოიცავს საუზმესაც. [ორკაციანი სტანდარტული ნომერი]
მთის ვილა
მწვანე ბაღი და მზიანი ტერასა – მთაში აშენებულ ამ ვილაში, დასვენებისთვის ნამდვილად კარგი პირობებია. ერთი ღამის გატარება ამ ვილაში 179 ლარი ღირს.
სასტუმრო ზურა
სასტუმრო ზურაც კვარიათში მდებარეობს – კლდის პირას და ზღვის დასაწყისში. ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რომ სხვებისგან ამ სასტუმროს უდიდესი ვერანდა გამოარჩევს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებისთვის აქტიურად გამოიყენება.
ფასები სასტუმროში 111 ლარიდან იწყება.