ნაომი უოთსი ნიუ-იორკში, „ჰუგო ბოსის“ მიერ მოწყობილ დახურულ წვეულებას სტუმრობდა. 50 წლის ვარსკვლავი გალა-ვახშამზე მარტო მივიდა და წითელ ხალიჩაზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ბრენდის ვარდისფერ ანსამბლში. პიჯაკსა და შარვალს უოთსმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მკვეთრი მაკიაჟი შეუხამა. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ნაომი უოთსის პიჯაკის ანალოგი, რომელსაც ბრენდები მომხმარებლებს სხვადასხვა ფასებში სთავაზობენ.
ნაომი უოთსი იმ მსახიობთა სიას მიეკუთვნება, ვინც ასაკის მიუხედავად, ფანტასტიკურად გამოიყურება. ამას დღეს ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს.