LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის ევა ჰერციგოვა პოდიუმზე „რობერტო კავალის“ ჩვენებაზე ბრწყინავდა

132
ევა ჰერციგოვა

ევა ჰერციგოვა სენსაციურად გამოიყურებოდა „რობერტო კავალის“ ჩვენებაზე, რომელიც „მილანის მოდის კვირეულის” ფარგლებში გაიმართა და სადაც ბრენდის გაზაფხულ-ზაფხულის 2025 წლის კოლექცია წარადგინეს. 51 წლის მოდელი პოდიუმზე ჩვენების დასაწყისში გამოვიდა და ისეთი ფურორი მოახდინა, რომ შემდგომ ყველაფერი ნაკლებად საინტერესო იყო.

90-იანი წლების მოდელი ბრწყინავდა ტყავის კაბაში, პოდიუმზე მას ცნობილი მოდელები, ნატაშა პოლი და ჯოან სმოლსიც შეუერთდნენ. ევა ჰერციგოვა ასაკის მიუხედავად, ფანტასტიკურად გამოიყურება, მან შავ ტყავის კაბას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და რეტრო სტილის ვარცხნილობა შეუხამა.

სინდი, ევა და ნაომი – 50 წელს გადაცილებული სუპერმოდელები მოდის მწვერვალებიდან არ ჩამოდიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები