ცნობილმა ჩეხმა სუპერმოდელმა, ევა ჰერციგოვამ და მისმა პარტნიორმა, იტალიელმა ბიზნესმენმა, გრეგორიო მარსიაჟიმ 25-წლიანი ურთიერთობისა და სამი შვილის შემდეგ ოფიციალურად იქორწინეს.
წყვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ვარსკვლავურ ოჯახად ითვლება, ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 53 წლის პატარძლის საქორწილო „ლუქმა“. ევამ არჩევანი მოდის სახლის, „ლანვინის“ ვინტაჟურ საქორწილო კაბაზე გააკეთა, რომელმაც მისი დახვეწილი და ელეგანტური სტილი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა.
ქორწილი იტალიაში, ტურინში გაიმართა. წყვილმა ჯვარი „სან ვიტოს“ ეკლესიაში დაიწერა, სამოქალაქო ქორწინების ცერემონია Palazzo Carignano-ს Sala Plebisciti-ში შედგა, საქორწილო ვახშამი კი ტურინის ისტორიულ რესტორან, Del Cambio-ში.
