LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის პამელა ანდერსონი და 32 წლის ადილ რამი რომანტიკული ვახშმის შემდეგ (ფოტო)

51

უკვე ერთი წელია, რაც პამელა ანდერსონი ფეხბურთელ ადილ რამის ხვდება. ის ფრანგული “მარსელის” და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველია, რომელიც სულ ახლახან მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

32 წლის ადილ რამი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთელად არაერთხელ დასახელდა. მისი და 51 წლის პამელა ანდერსონის რომანი გასულ წელს დაიწყო. წყვილი ერთმანეთს „ფორმულა1“-ის რალიზე შეხვდა და მას შემდეგ არ დაშორებულა. მედიაში ინფორმაცია წყვილის ნიშნობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინაზლე პამელა ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.

ამჯერად წყვილის პირველი საჯარო დებიუტი ჰოლივუდში შედგა, სადაც ადილ რამი და პამელა ანდერსონი ერთ-ერთ რესტორანში რომანტიკულ ვახშამზე იმყოფებოდნენ. ფოტოგრაფებმა ისინი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც წყვილი რესტორანს ტოვებდა. რამი სპორტულ სტილში იყო გამოწყობილი, 51 წლის ანდერსონი კი ბრწყინავდა „ბალენსიაგას“ ყვავილებით დაპრინტულ საზაფხულო კაბაში. ფოტოებიდნ ჩანს, რომ პამელას ისევ უკეთია ნიშნობის ბეჭედი, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამ თემაზე ჯერ არ გავრცელებულა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები