დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ამასთანავე, ღამის 02:22 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, 24:00 საათამდე, გრძელდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ეს ფაქტორი საგრძნობლად ადუნებს ყურადღებას, რაც მძღოლებისა და ქვეითებისთვის ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, ამიტომ იყავით მაქსიმალურად ფრთხილად.
დღის რეკომენდაცია – მიუხედავად რთული ენერგეტიკული ფონისა, დღე პოზიტიურია ახალი საქმეების დაგეგმვისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. კარგი დროა ძვირფასეულობის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკისა და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ხელსაყრელი პერიოდია მშენებლობისთვის. დღე ხელს უწყობს ახალი თანამდებობის დაკავებას, ახალი სამსახურის დაწყებასა და გავლენიან პირებთან ურთიერთობას. ამავდროულად, კატეგორიულად მოერიდეთ ხელმძღვანელ პირებთან კრიტიკას. მოუსმინეთ სხვების რჩევებს, ეს დაგეხმარებათ საქმიანობის უკეთ წარმართვაში.
მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, ბინის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვასა და ყურების გახვრეტას. არ არის სასურველი ნიშნობა, ქორწინება.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის რეკომენდებული. მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ გადაღლას, სიმძიმეების აწევას, სოლარიუმს, აბანოსა და საუნას. სამაგიეროდ, შედეგიანია არომათერაპია, მასაჟი, თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები – დადებითი კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ბრილიანტი, სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი და მთის ბროლი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ბეჟ, ლურჯ, ნარინჯისფერ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები მეტად გააძლიერებს თქვენს შინაგან შარმს და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროს, კირჩხიბისა და თევზებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით ნეიტრალურია.