მონიკა ბელუჩი იმ ცნობილი ქალბატონების რიცხვს განეკუთვნება, ვინც წითელ ხალიჩაზე არც ისე ხშირად ჩნდება. გუშინ, იტალიელი ლამაზმანი „სეზარის“ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამოჩნდა, რომელიც ტრადიციულად პარიზში გაიმართა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის მან გრძელი შავი პიჯაკი, ვიწრო მაღალწელიანი შარვალი, ტოპი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია. ბელუჩის მაკიაჟი ბუნებრივთან მიახლოებული, თმა კი მხრების სიგრძეზე ჰქონდა.
ბელუჩიმ კოლეგებთან, დიანა კრიუგერთან და მარიონ კოტიართან იპოზიორა და დაამტკიცა, რომ 53 წლის ასაკშიც კი შესაძლებელია, იდეალურ ფორმაში იყო და შეუდარებლად გამოიყურებოდე.