LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის წინ დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები ტბის ძირზე იპოვეს

116
536

აშშ-ში, ვერმონტის შტატში 53 წლის წინ დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს. Associated Press-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა.

კერძო ლაინერი 1971 წლის იანვარში შტატის ერთი ქალაქიდან მეორეში მიფრინავდა და რადარებიდან მოულოდნელად გაქრა. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი და დეველოპერული კომპანიის 3 თანამშრომელი იმყოფებოდა. ძებნამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი სამაშველო ოპერაცია საერთოდ შეწყდა, რადგან ტბა სადაც ლაინერის ჩავარდნას ეჭვობდნენ, გაიყინა.

მას შემდეგ დაახლოებით 17 სამძებრო ოპერაციაა ჩატარებული. და მხოლოდ 2024 წლის მაისში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კვალის მიგნება მოხერხდა. თვითმფრინავი ავიადისპეტჩერის მიერ დაფიქსირებული ბოლო კოორდინატების სიახლოვეს იპოვეს.

დაკარგული ადამიანების ნათესავებმა როგორც იქნა, შვება იგრძნეს და უახლოეს მომავალში გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩატარებასაც გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები