ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 498-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 252 246-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 261 018-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 258 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 478 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 287 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 274-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 16 808 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 163, PCR ტესტით – 7 645.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.