რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.
ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. როგორც ირკვევა, სპორტსმენს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო და ბოლოს გუნდი „ვიტ ჯორჯია 2“ – ში თამაშობდა.
კორონავირუსს 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი ემსხვერპლა
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კოვიდს ასევე რეანიმაციაში ებრძოდა.
„54 არ არის ციფრი
მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია
მშვიდობით ვახო,
ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი
არ მაქვს სიტყვები“,- წერს თანდაშვილი.