LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის კვენტინ ტარანტინო 34 წლის საცოლესთან ერთად რომანტიულ ვახშამზე გადაიღეს (ფოტო)

17

კვენტინ ტარანტინოს პირად და შემოქმედებთ ცხოვრებაში განსაკუთრებული წელი აქვს. რეჟისორი აქტიურად ემზადება ახალი ფილმის გადაღებებისთვის, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი შეასრულებენ. ცნობილია, რომ ტარანტინო სერიული მანიაკის, ჩარლი მენსონის შესახებ ფილმის გადაღებებს გეგმავს. არაა გამორიცხული ფილმი მომავალი წლის „ოსკარის“ ფავორიტიც გახდეს. იქამდე კი, 54 წლის რეჟისორი თავისუფალ დროს თავის რჩეულთან, 34 წლის დანიელა პიკთან ერთად ატარებს. შეყვარებულები ჰოლივუდში, ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლისას გადაიღეს.

რომანტიკულ ვახშამზე 34 წლის დანიელა  შეუდარებელი იყო თეთრი ფერის მოკლე პლაშსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. შეგახსენებთ, რომ წყვილი გასულ წელს დაინიშნა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები