ნაომი უოტსმა, რომელიც ცნობილია ფილმებით „მალჰოლანდ დრაივი“ და „შეუძლებელი“, ჟურნალ „პიურისტის“ ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გამოცემამ მთავარი აქცენტი ბუნებრიობას და შემოდგომის ფერებზე გააკეთა, ნაომი შემოდგომის პეიზაჟების ფონზე, ულამაზეს სამოსში პოზირებს და ყველა ფოტოზე, შეუდარებელია
მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის ნომინანტი ვარსკვლავი 54 წლისაა, ნაომი ყველა ფოტოზე საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება. სამოსი, რომელშიც მსახიობს ვხედავთ, მრავალფეროვანია და შემოდგომის პალიტრით არის შექმნილი.