რენე ზელვეგერი ამჯერად ჯიმი კარტერის საიუბილეო საღამოს საპატიო სტუმარი გახლდათ. ,,ბრიჯიტ ჯონსის” ვარსკვლავი საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა შავ, ზოლიან კომბინეზონში, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და აწეულ თმას შეუხამა.
მიუხედავად იმისა, რომ რენე ახლა 55 წლისაა, ის ფანტასტიკურ ფორმაშია და ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება.
რენე ზელვეგერის უახლესი პროექტი „ბრიჯიტ ჯონსი“ ეკრანებზე ვალენტინობის დღეს გამოდის. უკვე გავრცელდა ფილმის პოსტერი, სადაც მხოლოდ რენე ზელვეგერი ჩანს, თუმცა ფილმში ასევე კოლინ ფერტი და ჰიუ გრანტი მონაწილეობენ.
55 წლის რენე ზელვეგერი „ბრიჯიტ ჯონსის“ ცნობილი ვარდისფერი პალტოთი, ფილმის ახალი ნაწილის გადაღებებზე
ასაკში, მაგრამ იგივე შარმით – რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე
55 წლის რენე ზელვეგერი კოკისპირულ წვიმაში „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე