გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 18 ივლისს, ბათუმის მიმართულებით, დამატებით რეისს ნიშნავს. ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
მატარებელი თბილისიდან 07:20 წუთზე გავა, ხოლო ბათუმში 12:55 წუთზე იქნება.
რაც შეეხება ბათუმიდან წამომსვლელ მატარებელს, 14:40 წუთზე დაიძვრება თბილისის მიმართულებით და 20:18 წუთზე დედაქალაქში იქნება.